Saturday, October 31, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე.

 გავეცანი და ჩამოვტვირთე განმავითარებელი  თვითშეფასებისა მიმდინარე შეფასების რუბრიკები. შევქმენი მოსწავლეთა მხარდასაჭერი (სკაფოლდინგი) დოკუმენტები და გადავიტანე ჩემს საქაღალდეში.

Saturday, October 20, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: თამბაქო კლავს.



პროექტის მთავარი  იდეა:  მოსწავლეებს  გავაცნოთ  ისტორია თამბაქოს წარმოშობის  შესახებ და  ის თუ რამდენად საშიშია ჯანმრთელობისათვის თამბაქოს მოწევა.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან   თამბაქოს  მავნე  ზეგავლენას.
პროექტის   მიზნები  დამატებით   მოიძიებენ  ინფორმაციას  თამბაქოს  მავნებლობის შესახებ.

მოსწავლეთა ასაკი: 13 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა

მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეები ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას  ეცდებიან არ მოწიონ   თამბაქო  და უარი თქვან მავნე ჩვევაზე.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსი:  კომპიუტერი დისკები   სახელმძღანელო რვეული   ფანქრები.

პროექტის  მსვლელობა|ძირითადი აქტივობები:

პირველი აქტივობა:    მონაწილეთა ორგანიზება, ჯგუფებად დაყოფა,   ვეცნობით თემას.

პირველ ჯგუფს _  ევალება   მოიძიოს მასალა    თამბაქოს   აღმოჩენის    შესახებ.

მეორე ჯგუფს _ ევალება  მოიძიოს  მასალა   თუ   როდის  შემოვიდა    საქართველოშო   თამბაქო. ასევე მეორე     ჯგუფი  იღებს  კონსულტაციას   ექიმისაგან.

მეორე  აქტივობა:  მოვიწვიე სოფლის   ექიმი   გაკვეთილზე   და ესაუბრა  ბავშვებს   თამბაქოს   მავნებლობის  შესახებ.

მესამე აქტივობა _ მონიტორინგი.
პერიოდულად ვახდენ დაკვირებას;   ვაძლევ   ახსნა   განმარტებას  და   ვამოწმებ  რამდენად  პასუხისმგებლობით   ეკიდებიან  დავალებას.

მეოთხე აქტივობა  _ მოპოვებული  მასალის  სინთეზირება;   პრეზენტაციის  მოწყობა   რათა მოსწალეები   უკეთ გაეცნონ თემას.

მეხუთე   აქტივობა _ შეფასება    მასწავლებელთა   და  მოსწავლეთა მიერ   რამდენად  საინტერესო    იყო მუშაობის    პროცესი. და რა ცოდნა შეიძინეს   მათ. 

საგნებთან|საგნობრივ   ჯგუფებთან|ეროვნულ   სასწავლო   გეგმასთან კავშირი:   
ქიმია; ისტ- ი

პროექტის ხელმძღვანელი-  ნინო   ქილიფთარი.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nino.baileti@gmail.com